ორსულობის დროს, პირველ თვეებში და მშობიარობის შემდეგ ჰორმონების დონე მკვეთრად იცვლება. სწორედ ეს არის ამ პერიოდში ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ძირითადი მიზეზი. მატერნეას კოსმეტიკა შექმნილია სპეციალურად ორსულებისთვის, რადგან ამ პერიოდში მიმდინარე ცვლილებების გამო კანის განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. გამოიყენეთ მატერნეას კოსმეტიკა და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და სილამაზე.

აი რა ცვლილებები გელით მომდევნო თვეებში.

პირველი ტრიმესტრი (0-12 გესტაციური კვირა)

kopche ორსულობის დროს ორგანიზმში მკვეთრად იცვლება ესტროგენისა და პროგესტერონის დონე, რაც განაპირობებს ორსულის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას.
kopche ესტროგენის დონის მატების გამო, მკერდი იზრდება ზომაში, ხდება მგრძნობიარე. მკერდის არეში კანი იჭიმება, ფართოვდება, ზომაში იზრდება, მუქდება კერტები.
kopche პროგესტერონის დონის მატების გამო კანი ხდება უფრო მშრალი, ან ცხიმიანი, მშობიარობის შემდეგ კანს უბრუნდება პირვანდელი მდგომარეობა.
kopche ჰორმონების ბალანსის ცვლილების გამო იცვლება კანის ფიზიოლოგია. მცირდება მარილების წარმოქმნა და ირღვევა კანის დამცავი ჰიდროლიპიდური ბარიერი, ეს იწვევს კანის გამოშრობას, ჩნდება სიწითლე, ქავილის შეგრძნება.
kopche მიუხედავად იმისა რომ ორსულობის დასაწყისში, ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ნაკლებად თვალშისაცემია, სტრიების წარმოქმნის პროცესი უკვე დაწყებულია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპიდანვე კანის სწორი მოვლა და სტრიების გაჩენის პროცესის შეჩერება.
kopche ორსულობის დროს დაღლილობის შეგრძნება, ხასიათის მკვეთრი და ხშირი ცვლა, გაღიზიანებადობა ჰორმონების დონის ცვალებადობით აიხსნება.
kopche აღნიშნული ცვლილებები მიიღეთ როგორც ჩვეულებრივი, ეს ნიშნავს რომ თქვენი ორგანიზმი სწორად პასუხობს ჰორმონალურ ცვლილებებს და მზად არის მყუდრო გარემო შეუქმნას პაწაწინა არსებას.

მეორე ტრიმესტრი (13-26 გესტაციური კვირა)

kopche თქვენს ორგანიზმში პაწაწინა არსების წონა 30–ჯერ გაიზარდა.
kopche თქვენი საერთო მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ორსულობის პირველი სიმპტომების უმეტესება ნელ–ნელა ქრება, მოწესრიგებულია ძილის პროცესი, დღეც გაცილებით ენერგიულად და მხნედ იგრძნობთ თავს.
kopche შეცვლილია კანის მდგომარეობა, იგი მგრძნობიარე გახდა, შესაძლებელია გაჩნდეს ლაქები, ქავილისა შეგრძნება და გამონაყარიც კი. ამიტომ სასურველია ჩვეულებრივი კოსმეტიკის შეცვლა სპეციალურად ორსულთათვის განკუთვნილი კოსმეტიკით.
kopche ამ ეტაპიდან იწყება წონაში მატება განსაკუთრებით მუცლისა და თეძოების მიდამოებში, შესაბამისად სტრიები  ამ ადგილებში ჩნდება. გამოიყენეთ სქელი კონსისტენციის მკვებავი კრემი ან ზეთი კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად, რომ მშობიარობის შემდეგ კანმა უფრო იოლად დაიბრუნოს ჩვეული ფორმა.
kopche კანის მკვეთრი გაწელვის გამო, შეიძლება ელასტიური ბოჭკოები გაიხლიჩოს რაც სტრიების გაჩენის მიზეზი ხდება. ძირითადად სტრიები მუცელზე, თეძოებზე, დუნდულებზე და მკერდზე ჩნდება. თავიდან ის ღია ვარდისფერი, ან წითელია, შემდგომში კი თეთრი ხდება. როგორც წესი, ორსული ქალბატონების 50–70% უჩნდებათ სტრიები. მათი ფერი და ინტენსივობა დამოკიდებულია კანის ფერზე და ასევე თქვენს გენეტიკაზე. მაგრამ კანის სწორი მოვლით შესაძლებელია სტრიების გაჩენის პროცესის შეჩერება და საგრძნობლად შემცირება. ორსულობის პირველივე თვიდან გამოიყენეთ სპეციალურად შემუშავებული სტრიების საწინააღმდეგო კრემი.
kopche ესტროგენის ზემოქმედების შედეგად იზრდება კანის პიგმენტის მელანინის სინთეზი, რის გამოც ხშირად ორსულებს მუქი პიგმენტური ლაქები უჩნდებათ. მზის სხივების ზეგავლენით კი ეს ლაქები უფრო მუქდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სეზონის მიუხედავად დღის კრემს ჰქონდეს ულტრაიისფერი ფილტრი. ლაქები მშობიარობის შემდეგ ქრება.
kopcheმეორე ტრიმესტრის ბოლო კვირებში , სისხლის მიმოქცევის გააქტიურების გამო, ასევე ჰორმონალური ცვლილებების გამო კანი როგორც წესი ბრწყინავს, ხდება რბილი, ხავერდოვანი, ქრება ნაოჭები.

მესამე ტრიმესტრი (27-40 გესტაციური კვირა)

kopche ნაყოფის სწრაფ ზრდასთან ერთად სწრაფად იზრდება მუცელი.
kopche სისხლის მიმოქცევა ფერხდება, ხდება ორგანიზმის მიერ ჭარბი სითხის შეკავება, ხდება კიდურების შეშუპება.
kopche არტერიული წნევა იმატებს, რაც შესაძლებელია ვენების გაგანიერების მიზეზი გახდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქვედა კიდურებში დაღლილობის, ტკივილის სიმძიმის შეგრძნების გაჩენა.
kopche გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები, ეს ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას და შეამცირებს ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს.
kopche ყველა ორგანო აქტიურად მუშაობს, ტემპერატურა მომატებულია, პერიოდულად შესაძლებელია დაგცხეთ, გაგიოფლიანდეთ ხელის და ფეხისგულები.
kopche მუცელის ზრდის გამო სიძიმის ცენტრი ინაცვლებს, წონასწორობის შესანარჩუნებლად, ძალაუნებურად იხრები მხრებში, მეტი ძალა ადგება წელს, რის გამოც ჩნდება წელის ტკივილი, სწორი ვარჯიშის შედეგად შესაძლებალია წელზე დაწოლის შემცირება და შესაბამისად წელის ტკივილის შემცირებაც.
kopche მშობიარობის მოახლოებასთან ერთად კანი დაახლოებით ნახევარი კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, ამიტომ საჭიროა მასზე მუდმივი ზრუნვა.

მშობიარობის შემდეგ

kopche თქვენი პატარა უკვე დაიბადა, ეს ნამდვილი ბედნიერებაა!
kopche ჰორმონი– ოქსიტოცინის მოქმედებით საშვილოსნო იკუმშება და ჩვეულ ზომას უბრუნდება.
kopche მკერდი იზრდება, მკვრივდება და მისი შეხებისას ტკივილის შეგრძნება ჩნდება ვინაიდან იგი თანდათან რძით ივსება.
kopche დედის რძე ბავშვის კვებისთვის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ეს პროცესი ხანდახან საკმაოდ რთული და მტკივნეულია. ყველაზე ხშირია კერტებზე ნახეთქების გაჩენა, ძუძუსწოვების დროს ბავშვის არასწორი პოზიციის გამო, გარდა ამისა კერტებზე კანი გამომშრალია. ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად უნდა გამოიყენოთ მატერნეას კერტების კრემი.
kopche მშობიარობის შემდეგ კანი გამომშრალია, მეორეს მხრივ ჰორმონების სეკრეცია კვლავ იცვლება, ამიტომ კვლავ მნიშვნელოვანია კანზე ზრუნვა და მისი სწორი მოვლა, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი, ასევე მატერნეას ტანის კრემი.
kopche ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ სასურველია მსუბუქი ვარჯიშების დაწყება, მუცლის კუნთებისთვის მათი ტონუსის აღსადგენად. თუ გაკეთდა საკეისრო კვეთა სასურველია ვარჯიშის დაწყება არანაკლებ 6 კვირის შემდეგ.
kopche ორსულობის შემდგომ მოძრაობა საუკეთესო გამოსავალია ორგანიზმის ჩვეულ ფორმაში სწრაფად ჩასაყენებლად. ასეირნეთ ბავშვი ეტლით ეს არაჩვეულებრივია თქვენთვისაც და თქვენი ბავშვისთვისაც.
kopche ორსულობის დროს მუცლის კედელი მნიშვნელოვნად არის გაწელილი, და მისი დაბრუნება ჩვეულ ფორმაში საკმაო დროს საჭიროებს. ვინაიდან კუნთები უფრო სწრაფად იკუმშება ვიდრე კანი ხშირად ჩნდება ნაკეცები, ამიტომაც რაც უფრო კარგად არია მომზადებული თქვენი კანი ორსულობის დროს მით მალე დაუბრუნდება იგი ჩვეულ ფორმას.
kopche თუ ვერ შეძელით კანის სათანადო მოვლა და სტრიები მაინც გაჩნდა, შეეცადეთ, რომ შეამციროთ მათი რაოდენობა, გამოიყენეთ მატერნეას სტრიების საწინააღმდეგო კრემი, რომელიც ასტიმულირებს ელასტინის სინთეზს.