რჩევები ორსულთთვის

რჩევები ორსულთთვის

 nappypin_small დაისვენეთ, როცა საშუალება გექნებათ. ბევრი იძინეთ. საკუთარ თავს ყოველდიურად დაუთმეთ დრო – მოდუნდით და იფიქრეთ სასიამოვნო თემაზე.

nappypin_small მეტი იმოძრავეთ – ივარჯიშეთ, მაგრამ არ გადაიტვირთოთ. შეწყვიტეთ ვარჯიში, როგორც კი დაღლას იგრძნობთ. (დაწვრილებით…)

მკერდის  მოვლა

მკერდის მოვლა

kopche ორსულობის დასაწყისშივე მკერდი იზრდება, ხდება მგრძნობიარე და იჭიმება. ამის მიზეზია ჰორმონები, რომელთა ზეგავლენით იცვლება კანის სტრუქტურა. ამ შეგრძნების გასაქრობად გამოიყენეთ რბილი, ნატურალური მასალისგან დამზადებული, ფართე ბრეტელებიანი ბუსჰალტერი. ბუსჰალტერი კარგად უნდა იჭერდეს მკერდს და ზუსტად შეესაბამებოდეს თქვენთვის საჭირო ზომას. (დაწვრილებით…)

ზურგის ტკივილის დროს

ზურგის ტკივილის დროს

kopche ორსულობის დროს ხშირია ტკივილები წელის არეში, ტკივილი იმატებს ნაყოფის ზრდასთან ერთად, და დისკომფორტის შეგრძნებას ქმნის. (დაწვრილებით…)

სხეულისა მოვლა

სხეულისა მოვლა

soother_small ამ პერიოდში სხეულის ფორმა მნიშვნელოვნად იცვლება, ეს ცვლილება ყველაზე მეტად კანზე აისახება.

soother_small ჰორმონების ზემოქმედებით კანი შრება და ხდება მგრძნობიარე, შენელებულია რეგენერაციის პროცესი, ასევე ელასტინის და კოლაგენის სინთეზის პროცესი. ხდება კანის სწრაფი და ექსტრემალური გაჭიმვა, ამიტომ ორსულობის პირველივე თვეებიდან კანი საჭიროებს საგანგებო მოვლას: დატენიანებას, კვებას, გაღიზიანების სწრაფ და ეფექტურ ალაგებას. (დაწვრილებით…)

სახის მოვლა

სახის მოვლა

kopche ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის მოვლას. შესაძლოა ამ პერიოდში მოგიხდეთ თქვენი კოსმეტიკის მთლიანად ჩანაცვლება მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკით.

kopche შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი კოსმეტიკური პროდუქტები (მსუბუქი პილინგი, ნიღაბი), რომლებიც არ შეიცავს ქიმიურ კომპონენტებს. გამწმენდი საშუალებების რეგულარული გამოყენება შეგინარჩუნებთ სახის კანის ჯანმრთლ იერსახეს, ფერს, მთელი ორსულობის განმავლობაში. (დაწვრილებით…)

ფეხებზე  ზრუნვა

ფეხებზე ზრუნვა

footprints_small ორსულობის დროს ფეხებზე ძალიან იტვირთება, განსაკუთრებით კი ორსულობის მეორე ნახევარში როდესაც, ბვშვის წონა საგრძნობლად მატულობს.

footprints_small ყოველთვის როდესაც მოგეცემათ საშუალება, ფეხები მოათავსეთ შემაღლებულ ადგილას. ეს ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, და ხელს უშლის ვენებში სისხლის შეგუბებას. (დაწვრილებით…)

თმის მოვლა

თმის მოვლა

kopche ორსულობის დროს იცვლება თმის სტრუქტურაც. მეორე ტრიმესტრში თმა მოცულობაში იმატებს და ბზინავს. ჰორმონების ზეგავლენით თმის (ნორმალური) ცვენა იკლებს, გარდა ამისა შემცირებულის ცხიმოვანი უჯრედების სეკრეცია. თუმცა ხშირად ეს პირიქითაც ხდება.
kopche თმის (ნორმალური) ცვენა მშობიარობიდან 2–6 თვის შემდეგ განახლდება. ვინაიდან ორსულობის პერიოდში თმა არ ცვიოდა, თავდაპირველად თმისცვენა შესაძლოა ინტენსიური იყოს, ეს ნორმალურია, რამოდენიმე თვეში თმის ცვენა ნორმალურ დონეს დაუბრუნდება.