ნუშის რძე

ნუშის რძე

ტკბილი ნუშის ზეთი მზადდება გამომშრალი ნუშის გულებიდან. იგი არბილებს. ატენიანებს, კვებავს კანს. ნუშის ზეთი მდიდარია ყველაზე მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებით (ოლეინის და ლინოლინის), ასევე D და Е ვიტამინით. იგი გამოიყენება მგრძნობიარე, ასევე გამომშრალი კანისთვის, იგი აჩქარებს კოლაგენის წარმოქმნის პროცესს, ასევე კანის რეგენერაციის პროცესს, ზრდის კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას. ნუშის რძე არაჩვეულებრივი საშუალებაა ორსულობის დროს სტრიების საპროფილაქტიკოდ. ნუშის რძე კარგად იწოვება, მაგრამ ნელა და ამიტომ მასაჟისთვის იდეალური საშუალებაა. ნუშის რძე შედის მატერნეას სიმკვრივის შემანარჩუნებელ კრემში ასევე მატერნეას სტრიების საწინააღმდეგო კრემში.

ვიტამინი F

ვიტამინი F

ვიტამინი F – არეგულირებს კანის ჯანმრთელობას. მას აქვს უამრავი დადებითი მოქმედება: სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, უჯრედების მდგომარეობის ნორმალიზება, მათი სწრაფი რეგენერაცია. კანი იძენს ჯანმრთელ იერსახეს და ხდება უფრო ელასტიური. ვიტამინი F შედის კაკლის, ხორცის, თევზის და ხილის შემადგენლობაში. ეს აქტიური ნივთიერება შედის მატერნეას კანის სიმკვრივის შემანარჩუნებელ ზეთში.

ვიტამინი Е

ვიტამინი Е

ვიტამინი Е (ტოკოფეროლი)– არის ანტიოქსიდანტი, იგი უნარჩუნებს კანს სიცოცხლისუნარიანობას და იცავს მას გარემოს მავნე ზეგავლენისგან – ჟანგბადის, ულტრაიისფერი გამოსხივების, ასევე დაბინძურებისგან. მისი ზეგავლენით კანის ზედაპირულ შრეებში ხდება А და D ვიტამინების შეკავება, რაც უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, დარბილებას, ანიჭებს კანს ელასტიურობას, სწორედ ამიტომ ვიტამინ Е ახალგაზრდობის ვიტამინს უწოდებენ. ეს აქტიური ნივთიერება შედის მატერნეას სიმკვრივის შემანარჩუნებელ ზეთში და ასევე მატერნეას კერტების კრემში.

ვიტამინი С

ვიტამინი С

С ვიტამინს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მთელი ორგანიზმისთვის. იგი არ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი საჭირო რაოდენობით მიწვდა ორგანიზმისთვის საკვებთან ერთად, ან სხვა საშუალებებით. С ვიტამინი არის მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი, იგი აძლიერებს სხვა ანტიოქსიდანტების მოქმედებას, მაგალითად А და D ვიტამინების მოქმედებას. С ვიტამინის ზემოქმედებით კანი ხდება ელასტიური, და ინფექციების მიმართ მდგრადი. ეს ნივთიერება შედის მატერნეას სტრიების საწინააღმდეგო კრემში, ასევე მატერნეას ტანის კრემში (დამჭიმავი ეფექტით).

დერმო ქლორელა

დერმო ქლორელა

დერმო ქლორელა – ეს არის მწვანე წყალმცენარის ექსტრაქტი, რომელიც 2 მილიარდ წელზე მეტია არსებობს დედამიწაზე. იგი მდიდარია ამინომჟავებით და ოლოგოპეპტიდებით. იგი ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, ეს კი ის კომპონენტებია რომლებიც უზრუნველყოფს კანის სტრუქტურის შენარჩუნებას, ამკვრივებს მას და ხდის ელასტიურს, აქრობს ზედაპირულ კაპილარებს. დერმო ქლორელა აუფერულებს სტრიებს და ამცირებს მათ ზომას. ეს აქტიური ნივთიერება შედის მატერნეას ელასტიურობის შემანარჩუნებელ მკერდის კრემის შემადგენლობაში.

კიგელიის ექსტრაქტი

კიგელიის ექსტრაქტი

კიგელიის ექსტრაქტი – მიიღება კიგელიის ხის ნაყოფისგან. კიგელიის ხე არის 10-15 მ სიმაღლის, მისი ნაყოფი 0,5 მ–ია. ხე იზრდება სამხრეთ , სამხრეთ–აღმოსავლეთ აფრიკის ტროპიკულ ტყეებში და კუნძულ მადაგასკარზე. მის სამკურნალო თვისებებს საუკუნეების განმავლობაში იყენებენ აფრიკული ტომები. კიგელიის ხის ნაყოფი შეიცავს ფლავონოიდებს, სტეროიდულ ნივთიერებებს, რომლებიც ასტიმულირებენ მიკროცირკულაციას, ატონიზირებენ და ჭიმავენ კანს, ასევე ამკვრივებენ მას. ფიტოსტეროლები ხსნიან ანთებით პროცესებს, არბილებენ, ამშვიდებენ გაღიზიანებულ კანს. კიგელიის ექსტრაქტი არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, იგი იცავს მგრძნობიარე კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენისგან და ნაადრევი დაბერებისგან. ეს აქტიური ნივთიერება შედის ელასტიურობის შემანარჩუნებელ მკერდის კრემის შემადგენლობაში.

ცხენის წაბლი

ცხენის წაბლი

ცხენის წაბლის ექსტრაქტი ფართოდ გამოიყენება ევროპულ ქვეყნებში და გამოირჩევა სისხლის მიმოქცევის მოშლით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების სამკურნალო თვისებებით – ვენების გაგანიერება, ქრონიკული ვენური უკმარისობა. იგი ხსნის სიმძიმის, ტკივილის შეგრძნებას აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის ქვედა კიდურების ვენების ტონუსს. ცხენის წაბლის აქტიური ნივთიერებები – ესცინები, აუმჯობესებს ვენების და კაპილარების კედლების მდგომარეობას, აწესრიგებს სისხლის ცირკულაციას ქვედა კიდურებიდან გულის მიმართულებით.
ჩვეულებრივი ცხენის წაბლი (Aesculus hippocastanum) ზრდის ვენების კედლის მდგრადობას, ამცირებს ქვედა კიდურებში სითხის დაგროვებას და შეშუპებას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ხსნის სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნებას. ეა აქტიური ნივთიერება შედის მატერნეას ფეხის გამაგრილებელი დამამშვიდებელი კრემის შემადგენლობაში.

კაკაოს ზეთი

კაკაოს ზეთი

კაკაოს ხე გავრცელებულია ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიის ტროპიკულ ტყეებში, ასევე აზიის ზოგიერთ კუნძულზე. მას ესაჭიროება თბილი და ნესტიანი ჰავა, იგი იზრდება მაღალი ხეების ჩრდილში. კაკაოს ზეთი მიიღება კაკაოს მარცვლიდან, მას აქვს სასიამოვნო გემო და არომატი. იგი მდიდარია ძვირფასი ცხიმოვანი მჟავებით, კაკაოს ზეთი კვებავს კანს და უნარჩუნებს მას ტენს. იგი სწრაფად შეიწოვება კანში და წარმოქმნის დამცავ ბარიერს მგრძნობიარე კანსა და გარემოს შორის. შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს. რეკომენდებულია პრობლემური კანის მოვლისათვის. ეს აქტიური ნივთიერება შედის მატერნეას კერტების კრემში.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი (Cocos nucifera) მიიღება ქოქოსის პალმის ნაყოფისგან. მის შემადგენლობაში შედის ნაჯერი ცხიმები (90%), ამიტომ იგი სწრაფად და სრულად შეიწოვება და კანს რბილსა და ხავერდოვანს ხდის. ქოქოსის ზეთი აღადგენს, კვებავს კანს და იცავს მას თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენისაგან. ზეთი შეიცავს ლაურინის მჟავას (50%), რომელსაც ანტიბაქტერიული, სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ასევე იგი კარგად აღადგენს დაზიანებულ, დახეთქილ ქსოვილს.ქოქოსის ზეთი არის უნივერსალური საშუალება კანის კვებისთვის. ეს აქტიური ნივთიერება შედის მატერნეას კერტების კრემში.

ლანოლინი

ლანოლინი

ლანოლინი არის ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელიც მიიღება ცხვრის მატყლის გადამუშავების შედეგად, იგი შეიცავს იზოქოლესტერინს, ქოლესტერინის ეთერებს, ცხიმოვან მჟავებს. თავისი შემადგენლობით იგი ხლოს არის ადამიანის კანის ცხიმთან და წარმოადგენს დატენიანების ოპტიმალურ საშუალებას. ეს აქტიური ნივთიერება სედის მატერნეას კერტების კრემში.

ჟოჟობას ზეთი

ჟოჟობას ზეთი

ჟოჟობას ზეთი გამომუშავდება მარადმწვანე ბუჩქისგან, რომელიც გავრცელებულია ჩრდილო ამერიკის და მექსიკის ცხელ უდაბნოებში.
სინამდვილეში ეს არის თხევადი ცვილი, რომელიც მიიღება ცივი დამუშავების მეთოდით. ჟოჟობას სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები საუბრობდნენ, მას შემდეგ ჟოჟობას ზეთი გამოიყენება როგორც ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტი. იგი ღრმად აღწევს კანში, კვებავს, ატენიანებს მას და ანიჭებს ელასტიურობას. შეიცავს კერამიდებს, ვიტამინ Е, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია. მას აქვს ანტებისსაწინააღმდეგო თვისებები, ამიტომ იგი სწრაფად და ეფექტურად ალაგებს გაღიზიანებას და სიწითლეს. ეს აქტიური ნივთიერება სედის მატერნეას სიმკვრივის შემანარჩუნებელ და სტრიების საწინააღმდეგო კრემში.

ლავანდის ზეთი

ლავანდის ზეთი

ლავანდის ზეთი ეთერზეთებს შორის ყველაზე გავრცელებული და სასარგებლოა. მას აქვს ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. იგი ატენიანებს კანს, ასტიმულირებს ჯანმრთელი უჯრედების წარმოქმნის პროცესს, ხელს უშლის ჭარბი სითხის შეკავებას. ეს აქტიური ნივთიერება შედის მატერნეასე ფეხის კრემში გამაგრილებელი, დამამშვიდებელი ეფექტით.

პიტნის ზეთი

პიტნის ზეთი

პიტნა– მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, იგი სხვადასხვა დანიშნულებით, ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და ფარმაციაში. პიტნის ზეთი მიიღება მცენარის ფოთლებიდან, იგი შეიცავს მენთოლს, რომელიც მომენტალურად ქმნის სიმსიბუქის და სიგრილის შეგრძნებას. იგი იდეალური საშუალებაა ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნების მოსახსნელად, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო თვეებში. ეს აქტიური ნივთიერება შედის მატერნეას ფეხის კრემის შემადგენლობაში, რომელსაც აქვს გამაგრილებელი დამამშვიდებელი ეფექტი.

ბრინჯის ქატოს ზეთი

ბრინჯის ქატოს ზეთი

ბრინჯის ქატოს ზეთი არის ომეგა 6, ესენციური ცხიმოვანი მჟავების და უამრავი ანტიოქსიდანტის. იგი ასტიმულირებს მიკროცირკულაციას, ნივთიერებათა ცვლას კანის ზედაპირზე და ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, ჭიმავს კანს და ანიჭებს მას ელასტიურობას. მასში შემავალი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი ვიტამინი Е ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას. ბრინჯის ქატოს ზეთი ძალიან მსუბუქია. იგი კვებავს ატენიანებს კანს და გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის, განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში. ეს ნივთიერება შედის მატერნეას კანის სიმკვრივის შემანარჩუნებელ ზეთში.

შეას ზეთი

შეას ზეთი

შეას ზეთს (Shea butter) იღებენ შეას ხის ნაყოფის კურკისგან, იგი იზრდება დასავლეთ აფრიკის ტყეებში. ეს არის მრავალწლოვანი ხე, იგი ნაყოფს იძლევა დაახლოებით 20 წლის ასაკში, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაა 300 წლამდე. შეას ხის ნაყოფს ფართოდ გამოიყენებენ კოსმეტიკაში, მისი უამრავი სასარგებლო თვისების გამო: სასიამოვნო სუნი, კრემისებური კონსისტენცია, სამკურნალო თვისებები, დამცავი თვისებები. იგი უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას, აღადგენს მშრალ, მგრძნობიარე კანს, ანიჭებს მას სიმკვრივეს, მასში შემავალი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების (A, E და F) საშუალებით. შეას ხის ზეთი უზრუნველყოფს კანის დაცვას გარემოს მავნე ფაქტორებისგან, ასევე უზრუნველყოფს გაღიზიანებული კანის სწრაფ და ეფექტურ მკურნალობას. ეს აქტიური ნივთიერება შედის მატერნეას კერტების კრემში და მატერნეას ტანის კრემში.

სოიოს ზეთი

სოიოს ზეთი

სოიო საკვებ პროდუქტებში ერთ–ერთი ყველაზე ყუათიანია, მის მარცვლებში 15-25% ზეთია. სოიოს ზეთი (Soybean oil) – მდიდარია უჯერი ცხიმებით. იგი იდეალურია მასაჟისთვის, თანაბრად ნაწილდება, სწრაფად შეიწოვება. იგი ხელს უწყობს კანის სიმკვრივის შენარჩუნებას, ხსნის კანის სიმსრალეს და დაჭიმულობის შეგრძნებას. ეს აქტიური ნივთიერება შედის მატერნეას კანის სიმკვრივის შემანარჩუნებელ კრემში.

 

D-პანთენოლი

D-პანთენოლი

D-პანთენოლი (პროვიტამინი В5) – კოსმეტიკური პროდუქტის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. იგი შეიწოვება კანის ზედაპირიდან, ატენიანებს მას და ასტიმულირებს უჯრედების ზრდას და რეგენერაციას. აჩქარებს ლიპიდების და პროტეინების სინთეზს. ხელს უწყობს გაღიზიანებული და დაზიანებული კანის სწრაფ და ეფექტურ მკურნალობას. ვიტამინი B5 შედის ბროკოლის, მარწყვის, კვერცხის, თალგამის, იოგურტის შემადგენლობაში. ეს აქტიური ნივთიერება შედის მატერნეას კერტების კრემში.