კანის სპეციალიზირებული მოვლა ორსულობის განმავლობაში

თქვენ ორსულად ხართ! მალე დედა გახდებით! გილოცავთ! ეს ყველაზე ბედნიერი პერიოდია ქალის ცხოვრებაში – მაქსიმალურად დატკბით ამ საოცარი განცდით!

თქვენ უამრავი სასიამოვნო ცვლილებება გელით წინ. თქვენი კანის მოცულობა მუცლისა და მკერდის არეში მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო მშობიარობის შემდეგ კვლავ თავის ჩვეულ ზომას დაუბრუნდება. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ თქვენი კანის ყველაზე საიმედო მოკავშირე ხართ. იმისათვის რომ კანმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიმკვრივე და ტონუსი, საჭიროა მისი სწორი მოვლა და ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით მომარაგება.
კარგად მომზადებული კანი უკეთ უმკლავდება ორსულობის დროს წარმოქმნილ ცვლილებებს.

Maternea

მატერნეას ორსულთა კოსმეტიკა დაგეხმარებათ კანის ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში.
ჩვენ შევქმენით ეფექტური მაღალი ხარისხის ნედლეულზე დამზადებული პროდუქტები, მათი კარგად დაბალანსებული ფორმულა, საგულდაგულოდ შერჩეული აქტიური ნივთიერებები (ნატურალური ზეთები, ვიტამინები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები) ხელს უწყობს კანის ჯანმრთლობის და სილამაზის შენარჩუნებას ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. მატერნეას ყველა პროდუქტის ზემოქმედება კანზე შემოწმებულია სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიებში.

რატომ უნდა გამოიყენოთ ორსულთათვის განკუთვნილი სპეციალური კოსმეტიკა?

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს უნდა გამოიყენოთ ის კოსმეტიკური პროდუქტები, რომლებიც ამ განსაკუთრებული მდგომარეობისთვის სპეციალურადაა შემუშავებული. სტანდარტული კოსმეტიკა შეიცავს ბევრ ქიმიურ ნივთიერებას, რომლებიც კანიდან შეიწოვება და ორგანიზმში ტოქსინების სახით გროვდება.
კანი ასრულებს ბარიერულ ფუნქციას. თუმცა ზოგიერთი ნივთიერება დედის სისხლში აღწევს. არსებობს ამ ნივთიერებების, დედიდან ნაყოფის ორგანიზმზე გადასვლის საშიშროება. ზოგიერთი ეთერზეთი და არომატიზატორი იწვევს ალერგიას. ორსულობის პერიოდში ყნოსვა გამძაფრებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია ორსულთა კოსმეტიკას ჰქონდეს ნეიტრალური სუნი.
ჩვენ ეს გვახსოვს და ყოველთვის ვითვალისწინებთ ამას ახალი პროდუქტის შექმნისას.

Maternea გარანტია

pictograms

მატერნეას პროდუქტებში ჩვენ ვიყენებთ ხარისხიან ინგრედიენტებს, არ ვუმატებთ არომატიზატორებს და ვუნარჩუნებთ ზეთებს ბუნებრივ არომატს. ორსულობის პერიოდში კანი ძალიან მგრძნობიარეა და ამიტომ ჩვენი პროდუქტები ჰიპოალერგიულია და მათ გავლილი აქვთ დერმატოლოგიური კვლევა. დედისა და ბავშვისთვის ჩვენი პროდუქტების უსაფრთხოება გარანტირებულია.

გამოიყენეთ ჩვენი პროდუქტები და ეს თქვენს კანზე სასიამოვნოდ აისახება!